siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 7:38 AM    
ქალი.... მარტოობა... თანაც იძულებით...
გრძნობა,- შელახული. სევდა, აპათია.
მგონი დარდისაგან ვეღარ ვიკურნები,
დრომაც არაფერი აღარ მაპატია.

ჩემდა უნებურად დუმილს შევეხიზნე,
მაკრთობს შელახული ქალის იმიჯი და
სტრესის შეტევის დროს, ცოტა ატეხილზე,
მინდა გადავვარდე ხსოვნის ჯებირიდან....
მე რა გამაჩნია? - მხოლოდ ემოცია!...
შენ რა შეგძლებია?- ალბათ სიყვარული!...
თავი სურვილებშიც ხშირად გამიცია,
გული გამიცივდა გავხდი ბანალური.

დიდხანს ერთ საგანზე მიჭირს დაფიქრება,
დავალ ფხიზელი და მაინც რეტიანი.
ვიცი, შენი ხსოვნა აზრში გამიქრება,
ჰოდა, სიძულვილი - მეტისმეტი არის.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<