siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 7:34 AM    

"უკაცრავად... მაპატიეთ სითავხედე...

ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,

ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?

თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთით. ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,

ნუთუ გულში ძველი გძნობა კვლავ ბატონობს?

გამოცვლილხარ... თუმც თვალები ძველებური

შეგრჩენია ქალბატონო.

მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?

ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,

დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით,

რაც არ მითქვამს ქალბატონო...

მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით,

რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?...

მენანებით... ლოდინით და დარდით დაღლილს,

სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო...

თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,

ამიხსენით!.. მიმანიშნეთ!.. არ დამზოგოთ!..

საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავეთ:

სინანული გვიანია ქალბატონო...

ეგ ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,ბევრი დადის,

ლუკმას ეძებს სამათხოვროს,

არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?

გულახდილად მიპასუხე ქალბატონო...

დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,

ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ

გახსოვთ? მაშინ... თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით,

ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო...

თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ,

დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,

მომიტევეთ... ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ

და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო..."

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<