siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 7:25 AM    
ვიცი წახვალ მერე, მერე გავიხსენებ ,

შენთან გატარებულ დროს,

ფიქრის ქარიშხალში გრძნობა აირევა,


და თითქოს გაფრენას მთხოვს...


იმასაც ვხვდები რომ, უკვე წამებს მითვლი


შენ სადღაც, წასვლას ლამობ შორს,


მე კი ჩემს გრძნობასთან ისევ დამტოვებ და


მე ისევ გავყვები დროს...


აჩრდილად ქცეული ჩემი ლაღი გრძნობა,


რომ აგდევნებია გრძნობ?!


თუმცა ეს სიტყვები,


თუმცა ეს გრძნობები,


შენთვის სულ ერთია ვგრძნობ...


ამიტომ ცრემლებიც უჩუმრად ჩნდება და


ისევ იკარგება შორს...


ის ფიქრებს მიყვება,


ფიქრად, წვიმად ცრის და


თვალზე ფიქრს ცრემლად შობს...


იცი რაძნელია როცა მართლა გიყვარს,


როცა უმისობას გრძნობ..!


როცა მარტოობა სულში ჩაჭედილი,


მარტოობასაც გრძნობს...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<