მე თავხედი ვარ, აბა, რა მეთქმის... დავემორჩილე ყველა ნორმას, კანონს დადგენილს... მერე მოვბრუნდი, უმოწყალოდ როცა ვარღვევდი, ერთი წარბიც არ შევიხარე...
გავრეკე მდინარეები კალაპოტებიდან, დაიღალნენ ერთსა და იმავე ქვა_ღორღზე სიარულით, მუხლები გადაუტყავდათ... თვითონ რას მოიფიქრებდნენ და მოვურღვიე კალაპოტი... წავიდნენ ახლა, სხვა გზა ნახონ ოკეანემდე.
თავხედი ვარ... თეთრზე თეთრი ვთქვი და შავზე _ შავი... გავბედე და შუა ზამთარში ავყვავილდი... ავრიე კალენდარი, ცხოვრება, ამინდი... ყველა ვარსკვლავი დავისაკუთრე და დედამიწას ვუთხარი: რა პატარა ხარ, ჩემს სიყვარულთან. |