siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 10:25 AM    
მე ხომ ყველაფერი გავწირე შენთვის,
ვინც სინამდვილეში არსებობდი თუ არა არც კი ვიცოდი.

ჩვეულებრივ დადიოდი კოლეჯში მუსიკაზე
და არპეჯიოსავით ვიმეორებდი
შენთან შეხვედრის დროს კი არა —
ბგერებს, რადგან დრო ჟღერდა,
როგორც დიდი სპილენძის ზარი,
რომელიც გულში ჩნდებოდა მაშინ
და იწყებდა ძალუმად რეკვას,
შენ რომ კოლეჯის კიბეზე
დაბლა ეშვებოდი, პეპელასავით არა,
არც ყვავილივით, უბრალოდ ჩამორბოდი
და შენი თმის სურნელი —
ჰაერის ყველაზე უღრმესი სუნთქვა,
ისე თანდათან მიახლოვდებოდა,
რომ მე ლამის სული მელეოდა.

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას?!

მე ხომ ყველაფერი გავწირე შენთვის, —
ყველაფერი, რაც მებადა და არ მებადა
და გამუდმებით ვეძებდი იმ ხმას,
შენი მოახლოებისას ჩემი გული რომ გამოსცემდა.

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას?!

მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
რაც მთავარია წლის დროები გადავივიწყე
და ერთადერთი სამალავი, სადაც ვუჩინარდებოდი —
ეს შენ იყავი, შენი სიღრმით და შენი ტუჩებით,
რომელიღაც კენკროვანის გემო რომ ჰქონდა
და დღემდე მახსოვს.

მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
ეს ხელები, მუდამ შენი მაძიებელი,
მაშინაც კი, როცა უაზროდ მივათრევდი სიარულისას, —
ეს თვალები — მუდამ შენით რომ მქონდა სავსე,
სხვისთვის ადგილი აღარ მრჩებოდა,
ეს ბაგეები უნებლიედ რომ იბზარებოდა სიტყვით.

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,
მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
ის რვეულიც, სადაც ბავშვურ სურვილებს
ჩუმად ვიწერდი,
გავწირე საკუთარი თავი,
რადგან ამასობაში გავიზარდე და სხვა გოგოებს
მუშტრის თვალით დავუწყე ცქერა.

მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
გარდა იმ ხსოვნის, ზოგჯერ ჩემში ექოსავით
რომ მეორდება და იმ კოლეჯისკენ მახედებს,
სადაც შენ აღარ სწავლობ —
და იქნებ იმ სანტიმენტალურ ამბავს იხსენებ,
როგორც კოცნის გაკვეთილებს —
კოლეჯის ბაღში, ქრომატული გამების ფონზე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<