და შენ კი აქ ხარ,სულ რაღაც ახლოს...
გზაზე სისველე,თვალებზე ცრემლი,
ცაზე მზის სხივი,გულში კი-ცეცხლი.
ვნებითმოსილი მკვდრისფერი ლანდი,
მიდის,მიიკვლევს,სულს ღაფავს ლამის.
ვიღაცას ეძებს,ჩერდება წამით,
მთვარეს აჰხედავს წყვდიადში,ღამით.
მჭმუნვარე თვალებს,ტკივილით აღვსილს
ყველგან აცეცებს,ლოდინით დაღლილს.
შორიდან ვხედავ,თუ როგორ მეტრფი,
თვალზე მაშრება ტკივილის ცრემლი...
მდუმარედ მოგდევ,გოდება მესმის,
სიჩუმით ვსუნთქავ,მაფიქრებს ღმერთი.
ვერ ვამბობ სიტყვას,მუნჯივით დავრჩი,
გულში კი ხინჯად კვლავ ჩემთან დარჩი.
მინდა მოგიხმო,მაგრამ არ ძალმიძს,
კვლავ ცრემლებს მივსდევ,ქუჩაში დაყრილს...
ვხედავ ვარ მარტო,შენ კი ხარ ახლოს,
იქნებ სიცივემ როგორღაც მარგოს?
გათოშილ ტუჩებს ცრემლებით ვათბობ,
რაღა ვქნა გულს რომ,მე ვეღარ ვათრობ?..
მივდივარ კარგო,ქუჩაში მარტო
და შენ კი აქ ხარ,სულ რაღაც ახლოს...