ჰა,როგოროა წუთისოფელი… თაფლს სჩუქნი ზოგს და საწამლავს იღებ, ქება დიდებას არ აკლებ მოყვასს მისგან პასუხად სიბილწეს იგებ. ვერ დავნებდები, ბედის მარწუხებს და მზისკენ, მაღლა მივემართები, უთანასწორო ბრძოლა მაწუხებს და მტრის წინ მედგრად,ვერ ვიმართები. ჩემგან სითბო და ხალისი მიაქვს ის კი,გაცვეთილ ღიმილს მომიგდებს, როცა მე კონკიას პერსონაც მხიბლავს, მაშინ ის,მარკესის ნიღაბს მოირგებს. ჰა, როგორია წუთისოფელი… ბედის ბორბალი სად არ გიჩერებს, გული გამწყრალა,გული ოხერი და მასთან ყოფნას ისევ იჩემებს. უნდობელია,წუთისოფელი… თაფლს სჩუქნი ზოგს და საწამლავს იღებ, ქება დიდებას არ აკლებ მოყვასს, მისგან პასუხად სიბილწეს იგებ. |