გული,ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს,კაცთაგან განაკიდიან.
...
ვა,სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მინდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა,სად აღუფხვრი სადით ძირსა!
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა.
...
მით რაცა მინდა არა მაქვს,რაცა მაქვს, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი,ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმსდინდების!
...
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!