თითქოს მხიარული, თითქოს დარდიანი ვიღაც მეკითხება რა გინდა??? გეყო აღმა–დაღმა გზებზე ხეტიალი... მერე წამოდგა და... წავიდა შავ ცხენს ეტლით მიაქვს ხანი დახარჯული, ნუთუ ამდენი დრო გავიდა??? წლებით დახუნძლული, კაცი დაღალული, კიბით მაღლა ცაზე ავიდა... ქალი შემომცქერის გრძელნაწნავიანი, ვეღარ გავიხსენე საიდან??? მომეცით გიტარა, გიტარა ბანტიანი სიმღერა მინდა, და არც მინდა.... სად არის არღანი "ოცდაექვსიანი" ღვინო თვალებით მჭამს მარნიდან, ქეიფი მოსულა, ჩემი ჯერი არი, ერთსაც შევბერავ და...ჰაიდა.....
|