მე... ისეთი სიყვარული გამოვცადე აწი უნდა შევიყვარო ვინღა... დამაცადე... სავსე მთვარის ამოსვლამდე გევედრები – ნურაფერს ნუ მკითხავ...
შენ... ისეთი სიყვარული დამანახე კიდევ ვინმე დაინახავს?... ნეტავ... გავჩუმდები... ოღონდ თქვი რომ დამიძახებ, თქვი რომ ისევ მომანატრებ შენს თავს...
ჩვენ... ისეთი სიყვარული დავასვენეთ ყელზე ლურჯი ძარღვივით რომ თრთოდა... იქნებ გახსოვს... მაშინ მოდი – გამახსენე ავადმყოფის უთავბოლო ბოდვა...
და უძილო ღამესავით დამათენე თვალთან შენი არეული სუნთქვა... მე... ის შმაგი სიყვარული გადავთელე როცა ვნებით ჩურჩულებდი ყურთან...
მომაჩვენე – იქნებ ისევ გამიხარდეს რაც ამღვრევდა თვალებს ნაცამტვერებს... შენ... ეს ტრფობა ასე რატომ დამიხატე სხვა რომ ვეღარ შეუხამებს ფერებს?...
გამახსენე ასე რატომ მიზიდავდა გაზაფხულის ღამეების სუნი... ჩვენ... ასეთი სიყვარული დაგვეკარგა – მას ასეთი ჰქონდა... დასასრული... |