შენს სულში რა მინდა? თუ ვერ გავათენე, მასში,
სიმარტოვის ბნელი ირონია. ახლა გატირებდი, დედას გეფიცები, თუმცა,
ეგ ცრემლებიც, ჩემთვის მირონია. მე შენთან რა მინდა? – ზედმეტი
სიტყვების, მაგივრად თვალიდან მზის სხივის დაკრეფა, ყველა გაელვებით,
რომ ჰგავდე გაზაფხულს, ისე კი ამინდი მანაღვლებს ნაკლებად. ან ეხლა
რად მინდა, ვუყურო უშენოდ ბნელ ქალაქს მაღლიდან, დაყრდნობით რაფაზე? ქალაქში
ნისლია (ეს მე ვარ ამ წუთას) და სიო ქუჩებში აცეკვებს ნაფაზებს. რა
მიყვარს? – რომ ვწყდები, საერთოდ სამყაროს, შენს მკერდზე ჩასუნთქვით,
თავს როცა მივადებ და მინდა, ხო მინდა! მეტს ვითხოვ ყოველთვის, რომ
უფრო თბილოდეს, რომ უფრო გიყვარდე. მე შენგან რა მინდა? – სუნთქვა
ასინქრონულ პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა, როცა ახლოსა ხარ –
მუდამ ასე არის, ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა - მ ი ყ ვ ა
რ ხ ა რ… |