siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-07-07 - 2:17 PM    
სარკმლიდან შუქი შემოდის საკანში

და შუქი აბნელებს საკანს,

12 "პატრონა" აწყვია ნაგანში

და ფლობს პოლიციელი ნაგანს.

საკანში 5 აგდია პატიმარი,

თვლემენ პატიმრები მძიმედ,

იციან პატიმრებმა, არ აპატიებენ

და მაინც არ კარგავენ იმედს.

დროდადრო თვალებს ახელენ დაზარებით

და გადახედავენ მძინარედ,

მძინარედ ესიზმრებათ დიდი ყაზარმები,

სადაც უძილობა მძვინვარებს.

სხეულზე ეხებათ ცივი იატაკი,

რომელიც ახსენებთ საწოლებს

და მათ ენატრებათ ცივი ნიადაგი

და იქნებ ცივი საცოლეც.

ხვალ რომ მზე საკანში შემოვა გარედან,

თვალებს გაახელენ უცებ,

ფიქრებში გადაშლიან ყველანი კალენდარს

და ამოაცლიან ფურცელს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<