siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-28 - 8:52 AM    
გოგო იყო პატარა, ობოლი,

ტყეში ედგა პატარა ქოხი.

ტყეში ხილი იყო ველური.

ხეები — მაღალი და ფართო.

ტყეში იყვნენ ჩიტები მგალობელნი

და ზეცაში იყო ღმერთი მწყალობელი.

გოგო ხშირად დადიოდა ტყეში.

მშვენიერი იყო

და მას ჩიტები სიხარულით ევლებოდნენ გარშემო.

ეტრფოდნენ მის თვალებს, როგორც ბუდეებს .

ერთხელ, დილით, საოცარი რამ იგრძნო პატარა გოგომ.

ვერ ისვენებდა სხეულში, როგორც კვირტში ყვავილი.

მზე იყო მაღალი და მცხუნვარე. მზე იყო სხეულში.

ტყეში წავიდა იგი. იარა ბევრი.

ჩიტებმა უთხრეს სალამი, გაეხუმრნენ და გააცინეს.

უეცრად ტყეში მონადირე გამოჩნდა.

ჭაბუკი ვინმე — ჯერ უწვერული.

დაფრთხა პატარა გოგო,

მაგრამ ვაჟის თვალებმა გააშეშა და ხეს მიაყრდნო იგი.

ვაჟი მივიდა ახლოს, სულ ახლოს. . .

ვაჟმა ჩაიკრა გულში პატარა გოგო.

იქ იყო სითბო და სიტკბო ჯერეთ უცნობი.

გოგო გაინაბა. მინებდა. მიენდო ნადირ - მონადირეს.

ვაჟმა დასწურა მისი მკერდი — მკვრივი და ცხელი....

როდესაც ქალი გონს მოეგო, ატირდა მწარედ.

არავინ სჩანდა ირგვლივ.

მხოლოდ ხეებზე ჩიტები იცინოდნენ, როგორც ბალღები.

ტყე წინაღამის იყო ნაწვიმარი.

პატარა ქალი მონადირის გაჰყვა ნაკვალევს.

ნაკვალევმა მიიყვანა პატარა მდინარემდე

და გაქრა კვალი. გოგომ შეაბიჯა მდინარეში

და ზვირთებმა ასტეხეს ხარხარი...

მეორე დილით მზე არ ამოსულა.

ტყეში იდგა ხეები მაღალი და ფართო.

ტყეში იყვნენ ჩიტები მგალობელნი

და ზეცაში იყო ღმერთი — მწყალობელი?
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<