siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-28 - 8:37 AM    
ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი,
ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა,
მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით,
კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.

ჯიუტ სიტყვასთან მერგო წაწლობა,
ნისლებთან ახლო ვისურვე ბინა,
ცასთან მუდმივი მქონდა ნათლობა,
უფლის დუმილი რომ მომესმინა.

მაგრამ მიწაზეც მედგა ხელადა,
ევას მწყურვალე ვნებით ნამული,
ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და
გედებგაფრენილ ტბის სინანული.

ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს,
ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები,
ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს,
სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები.

ეს ოცი წელი, ოცი ბორკილი,
თუ ზეცის თაღზე ბუდე ოცნების,
სტრიქონში ჯვარცმა გქონდა მოსჯილი
და მოჩურულე ქარში ლოცვები.

ახლა რა დარჩა გზა საჯილდაო,
და პარნასისკენ დაძრული ლოდი,
ჩვენი თამუნა და ჩვენი დათო,
ჩვენი გვირილა და მუხის ტოტი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<