დღეს მონატრებას დაჟინებით დაუჩემნია,
„ხელი არ ახლოთ - სიყვარული მხოლოდ ჩემია!
მე დავეძებდი წლების მანძილზე,
აი, ვიპოვე,
თუმცა ცხოვრება ერთად გაგვევლო- ვერ დავიყოლე!„
დღეს მონატრებას სიყვარულზე ვერც უკოცნია,
აცრემლებულა და განშორება დაულოცნია!
ისევ ფიქრებად გადაქცეულა, დაუმორცხვია,
და ამის შემდეგ ერთი წუთით არ უცოცხლია! |