siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-28 - 8:51 AM    
შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი
თავნება ქალი რომ მიწოდე
ქედმაღალი ვარ და ჭირვეული
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე
მზის ტყუპის ცალია ჩემი გული
მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს
ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ
ვეღარსად გაექცევი ხვიარებს
ამაყნი არიან სურვილები
ეშმაკის ცხენები გახედნეს
ვინც მათთან ჯირითი გაბედა
ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს
ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა
ქარივით გიჟია და ონავარი
სული ვერ იგუებს მორჩილებას
ამორძალებთან წილნაყარი
და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე
და თუნდაც თავნება მიწოდე
ძალიან ამაყი და ურჩი ვარ
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე."
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<