არ არსებობენ უშნო ქალები... ქალს მარად მშვენი უჩანს თვალები, არ არსებობენ, არ არსებობენ, არ არსებობენ უშნო ქალები.
და თუ ოდესმე უშნოა ქალი, ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი მკაცრი ხელებით ,ტლანქი ხელებით ქალს ამახინჯებთ,არ ეფერებით...
ქალს თქვენ აუვსეთ ცრემლით თვალები, თქვენ გაუტარეთ შუბლზე ღარები, დიახ.. არც მეტი და არც ნაკლები, კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი!!! |