იესოს ხატთან სამი სანთელი, პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა, ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი, სანთლები უხმოდ იფერფლებოდა. ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი, წვეთ–წვეთად იქვე იღვენთებოდა, და მძიმე შუქის უფერო ფონზე ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა. ერთი სანთლი მეგობრობისა, მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა, მეორე იყო სიყვარულისა, ის სიყვარულით იტანჯებოდა, ხოლო– მესამე მონატრებისა, ორივე გრძნობას ეფერებოდა. იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა სადღაც უკვალოდ იკარგებოდა, შემოდიოდა ტაძარში ხალხი, ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა; მე კი ვიდექი გაქვავებული, ვგრძნობდი, რომ მალე დაღამდებოდა და მერე ვერც კი გავიგონებდი ლოცვაში ისე გათენდებოდა.. |