siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-28 - 8:31 AM    
ჩემთვის არაფერი არ არსებობს,
ჩემთვის ყველაფერი მორჩა...
როცა ვიძინებდი გავიგონე
ჩუმად იჩურჩულეთ-"მოვკდა"..
ჩემთვის არაფერი არ არსებობს
მკვდარი ისევ ისე ვბოდავ..
ვწევარ ჩაშავებულ სამარეში,
ვხედავ გაყვითლებულ ოთახს..
მგონი შესანდობიც დაილია
ცივად მიკითხავენ ლოცვას..
თურმე ყველაფერი სულერთია,
უკვე ყველაფერი მორჩა..
ჩემთვის მენანება ყვავილები
მკრთალად შემჩნევიათ ჭკნობა.
არ მსურს,დაიტოვეთ ეგ ცრემლებიც,
ისევ მარტოობა მომკლავს..
თუმცა..ისევ მინდა დავიბადო
დედას გავუწიო დობა.
მინდა ისევ მოგწვდე არარსებულს,
ვიგრძნო შენი ფრთხილი მოსვლა.
არა..
ყველაფერი გვიანია...
უკვე ყველაფერი მორჩა..
ცივა ჩაშავებულ სამარეში..
თქვენგან მიტოვებულ ცხედარს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<