ამომასუნთქე სანამ დავმიწდები, სანამ დაძველდება შენი სიმფონია... სანამ ცოცხალი ვარ გვერდით დამიდექი ბედი მაგრძნობინე,რაც მე არ მქონია... უღელს შეები და...ესეც გიხაროდეს მოაქვს წიწვები და ეკლის გვირგვინები? არვის გაეკარო ისეთ სიახლოვეს, თორემ...წუთია და ასჯერ იგინები... ყავის ჩიქის ფსკერზე ქალი დაგიხატავს... ქალი ქალია და ღიმილს გაიმეტებს... ასე უღიმღამო ხვევნა სად გინახავს... ხელი მოხვიე და კოცნა დაიბედე... დილით დაუკრიფე ეზოს ბარბარისი... იქნებ ეამოს და სისხლი გაუწითლდეს... გვერდზე გადაწიე ყველა არარისი დიახ შეაგებე,თორემ არ დაგინდობს... ქალი ქალია და მაინც გაგიხსენებს... ვენებს გადაგიხსნის და გულს გადაგიდნობს... ხოდა ტყვეობიდან თავსაც ვერ დაიხსნი, თავს გულზე დაგადებს და...მაინც არ დაგინდობს... |