თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას... თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს... თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი.... თუ როგორმე დავუყვავე ქარს... თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო... თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს... თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა, ძველებურად ამარიდებს ავს... თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური, -ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს... დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს, დარდი ვეღარ დამისველებს თვალს... თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას... თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს.
|