siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-07-09 - 3:50 PM    
წვიმა ოცნებას გაიტაცებს ზღვისფერ ტალღებში
და მერე ისევ მოგონებებს წლები გაჰყვება...
დაგრჩება მხოლოდ სინანულის ცრემლი თვალებში,
მაგრამ ეს ცრემლიც სინანულის მალე გაქრება.
წვიმის წვეთები წალეკავენ ყველა ნაკვალევს,
დაღრუბლულ მანდილს დააფენენ ღამის ოცნებას,
უმანკოება გაიკეთებს ფერად სათვალეს
და ეს ცხოვრება შავ-თეთრებში უხმოდ მოკვდება.
უხმოდ მოკვდება ყველასაგან დავიწყებული,
როგორც ფოთლები გაგიჟებულ ქართა თარეშში
და მხოლოდ წვიმის სურნელებით ატირებული
თავბრუს დამახვევს გაბუტული მთვარის ალერსი...
იცი სხვა მიყვარს, სხვაზე ვფიქრობ, სულ სხვას ვაღმერთებ,
იცი მოველი ზღაპრულ რაინდს თეთრ ბედაურზე...
შენ კი ვიცი, რომ, მხოლოდ ხატთან სანთელს დამინთებ
და ცრემლით მნახავ ქორწინების დღესასწაულზე...
მერე კი უხმოდ წახვალ ჩემგან და ცხოვრებიდან,
არ შემახსენებ არსებობას თითქმის არასდროს
და იმ წარსული სიყვარულის მოგონებიდან,
სულ სხვას დაუთმობ შემოდგომის წვიმის ქალბატონს...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<