"რაღაც რომ დამთავრდება,იმის იქით რა იქნებათქო,ვკითხე ერთხელ ჩემს თავს დაღლილმა,
მან
კი მიპასუხა,ამას იმიტომ მეკითხები,რომ ჯერ არ დამთავრებულა,დასასრულის
შემდეგ კი თვითონ მოვა ის,რაზეც ახლა ვერ იფიქრებო!რატომ ვაქრობთ
ადამიანები ერთმანეთს ურთიერთობებში?მათ კოსმოსი გვიგზავნის.თითო
ადამიანი,თითო გამოცდაა,ჩვენ კი არშემდგარ რომანს ვარქმევთ,შეწყვეტილ
ფლირტს...ჩვენ ერთმანეთის წარსულში,აწმყოსა და მომავალში
ვმოგზაურობთ,ზოგჯერ ვიღაცას ოდნავ ღიად ვუტოვებთ კარს,ზოგსს
ვურაზავთ...ვიღაც აუცილებლად უნდა გავაქროთ,რომ ახალი იშვას,მაგრამ ქრება
კი?ყოველი განცდა ჩვენს სხეულზე იწერება,სულით იზომება,თვალებით ირწყმება
და ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე თან გვსდევს,ჩვენ კი გვგონია
ვაქრობთ...ვერდაძლეული შიშივით თან გვახლავს,დაჭერობანას
გვეთამაშება!ამიტომაა ყველაზე ლამაზი,სათნო სული მოხუცებს აქვთ,მათ უკვე არ
შესწევთ ძალა ვიღაც შექმნან,ან გააქრონ...ისინი თვითონ ქრებიან ნელ-ნელა
და თან მიაქვთ წლობით ნაგროვები აურები...სულ ტყუილია,არაფერი არ ქრება!" |