შენს მკლავებზე დაიძინებს "ანგელოზი" და შენს ბაგეს ჩემი თრთოლვა
დააკლდება. მე შენამდე ვინ მომიშვებს გენაცვალე? შენთან მხოლოდ
"ანგელოზი" დაბრძანდება. მე ვინა ვარ?! პაწაწინა სიყვარული შენთან
ტრფობა, მიჯნურობა ავიჩემე, მაპატიე ეს სიგიჟე, ეს ძახილი ხმამაღალი,
ეს ოცნება მაპატიე! გზად მიმავალს თუ შემხვდები უცაბედად, სევდიანი,
მოწყენილი. მაპატიე! რადგან შენთან "ანგელოზი" დაბრუნდება, მე
შენამდე ვინ მომიშვებს გენაცვალე? |