ჩემი სანთელი ღამე იწვოდა, იწვოდა ნელა, თან გამალებით, ჩემი ცხოვრებაც ისე იწვოდა, ისე იწვოდა, როგორც სანთელი.
მე სანთლის შუქზე ვხედავდი მხოლოდ, ჩემი ცხოვრების იმ ბოლო წამებს, რომლებსაც ჩემთვის უნდოდათ მხოლოდ ოცნება, ზეცა და ჩუმი ღამე.
მე დავინახე შენი თვალები, რომელთა მზერამ ამინთო ღამე, მე გავიგონე ის ერთი სიტყვა, რომელმაც შესძრა დღეც და ღამეც.
მე მინდა გითხრა, ამ ერთმა სიტყვამ შეცვალა ჩემთვის ის ბოლო წამი, რომელმაც მითხრა რომ შენთვის მინდა ამ ქვეყანაზე ყველაზე კარგი. |