siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-28 - 11:54 PM    
ქარი ისევ გაგებუტა, გაგიფრინდა,
მარტოობა მოგენატრა?- კი, ბატონო,
აშარ ფრთოსანს რაღას ერჩი,
თუ ღმერთი გწამს,
პაწაწინა დარდიანო ქალბატონო!
ბროწეულთან ელოდები სიზმრის რაინდს
მზეჭაბუკს კი ჯადოქარი არ აღვიძებს.
ჩამოივლის გზებზე ვინმე უცხო მგზავრი
ბროწეულის გოგონაო, გაგიცინებს,
იისფერი სათიბია ქოხის იქით,
ფართი-ფურთით სვამს წყალს ქარი ძველი ჭიდან.
უზარმაზართვალებიან გაოცებას
დამცინავად გაუღიმებს თეთრი ჭინკა
ასი წელი რომ დასჭირდეს სიზმრის ახსნას
მაინც უნდა დაელოდო?-კი,ბატონო
მზესადარი ბიჭებია ირგვლივ, შენ კი
იმ ერთს ელი-მეტიჩარა ქალბატონო
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<