ფრთებს აფართხალებს ბროწეულის ხმელი ფოთოლი, ნისლი ჭალებთან წვება ავყია... ლექსს აეშალა საღერღელი დუღს და გადმოდის და ალაზანი კალმახივით პირქვე აგდია... წვიმას აპირებს , გამილუმპავს ვიცი ეზო-კარს და შემიმცივნებს პაპას დარგულ თუთებს ბაღებში, შევალ, სახლიდან გამოვიტან პაპას ხალათს და წამოვაფარებ.... ნუ შემხედავთ ოღონდ თვალებში... შვილიშვილები რომ ავუვლით მერე თუთის ხეს, წამოაჟრჟოლებს პაპას ხალათს, ცოოტა ნაღვლიანს... სხვა რაღა გითხრათ, მიხვდებოდით ალბათ თვითონაც, ეჰ, თურმე ჩვენი მოფერება, როგორ სწადია! |