წუხელ მთელი ღამე ვიბორგე.... დილას გამიხილეს თვალები... ისევ შევიგრძენი სიცოცხლე, ისევ წამოვდექი წვალებით...
ხელი დავუქნიე სიზმრებს და სარკმელს მივეფეთე თოლებით... წუხელ უწვიმია ფიქრებს და დილა დამახვედრეს სოველი...
სულში წვეთებივით წვეთავენ... შენი სტრიქონები მყაზარი... ისევ გაღიმებას ბედავენ... ნეტავ დასასრული სად არი?
დილა უსასრულოდ დიდია... წვიმა ქარს ატყუებს საოცრად... წვიმაც საყვარელი, მშვიდია... ხედავ? მოგეპარა, გაკოცა...
წუხელ მთელი ღამე ვიბორგე... ფიქრი სიზმარივით დამდევდა... თურმე მყვარებია სიცოცხლე... თურმე შენზე ფიქრი მავსებდა...
დილას გამეღვიძა უშენოდ... დილა მშვიდობისა გითხარი.. |