siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-07-08 - 1:30 AM    
მე სიხარულით გაგითბობდი გაყინულ თითებს,
დაღლილ თვალებს ჩუმად-ჩუმად დაგიკოცნიდი,
გაგარიდებდი ქალაქს, ხმაურს, საქმეებს, ბიჭებს,
ბაკურიანში წაგიყვანდი სამი-ოთხი დღით.
დაგასახლებდი ჩამობარდნილ, გაუვალ ტყეში,
ვერ შეამჩნევდი ვერც სიმოკლეს, ვერც სუსხს ზამთრის დღის,
შემოვიწნავდი იის გვირგვინს იანვრის თვეში
და ვიქნებოდი შენი ქოხის დიასახლისი.
დაგილოცავდი ყოველდილით მკლავს და იარაღს,
შევევდრებდი ქალღმერთ დალის შენს გამარჯვებას,
ვიწრიალებდი საღამოსპირს: დღემ ჩაიარა,
შენ არსად ჩანხარ, ქარი ატყდა, ცივა, ღამდება...
შუაღამისას დაგხვდებოდი ცრემლით თვალებში,
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<