როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით... მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები მასზე, ასე რომ გიყვარს! იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ მონატრებით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის... გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... ნუ აცახცახებ მთრთოლვარე ტუჩებს... ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული, ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს...
ასე ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა: როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას, მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე!.
|