siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-07-10 - 10:16 AM    

საირმეში დამესიზმრა ფურირემი,

მკერდხატულა,

ყელმაღალა,

გიშრისთვალა...

დამინახავს სილამაზე ქვეყნად ბევრი,

არასოდეს შევხვედრივარ იმისთანას.

ხელთუქმნელი ქანდაკივით იდგა მთაზე,

ცისარტყელა ციდან რქებით ჩამოჰქონდა.

შენი ჰქონდა მჩქეფარება და სინაზე,

ყელიც შენი...

თვალთა შუქიც შენი ჰქონდა.

ვერცხლის თასით გავუწოდე წმინდა წყალი,

არც მომხედა,

თვალი სადღაც გაურბოდა,

სულ ტყუილა შევხაროდი მე საწყალი,

იმ ურჯულოს, თურმე გულიც შენი ჰქონდა.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<