siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-07-08 - 11:46 AM    
გიყვარდეს, სანამ შენც უყვარხარ ვინმეს,
სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი......
სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანს ყინვებს.....
და სილამაზეს არ ესტუმრა შენსას ზამთარი.
გიყვარდეს, სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა....
როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო.
გიყვარდეს, სანამ სილამაზე თვალს არ გაუჭკნა.....
და შუბლს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო.....
ხომ იცი, აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი.....
ცაც იღრუბლება და თუ ვარდებს ბაღში გაახმობ,
ცივი ზამთარით შეიცვლება ტურფა მაისი,
და შენც დაკარგავ სულ ყველაფერს, რითაც ამაყობ!
თორემ ხეებმა ყვავილები თუ დაიყარეს,
ცარიელ ღეროს აღარავინ არ შეიყვარებს!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<