siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 10:24 AM    

შენი ლოდინი მირჩევნია სხვების ძიებას,
წლები წავიდნენ, წლები როგორ დამენანება,
ჩემთვის რაა დრო, მაშინ როცა უკვდავებში
დაგეძებ როგორც მწირი ბერი თავის ღვთაებას

აღარ ვიცინი, აღარც ვტირი აღარაფერზე
აღარაფერი გრძნობა აღარ გადამრჩენია
ამქვეყნიური ყველა გაქრა რასაც ვნატრობდი
შენ გეძებ მხოლოდ, ჩემო ერთო, ჩემო ფერია

შენს საპოვნელად შემოვივლი ცას და ქვეყანას,
შენს მოლოდინში უკვდავებას ვეზიარები,
ცაში გიპოვი თუ ამ ქვეყნად ვერსად გიხილე
ქვეყანას შევძრავ თუკი ცაში დამემალები

მაგრამ ვაი თუ არც ზეცის და არც ხარ მიწის
გულში მიზიხარ და მიყურებ თუ როგორ ვიწვი.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<