შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ, მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს, ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
"მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება "არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი, თბილისის კართან შენ თუ შემხვდები, "არ მიყვარს...” "მიყვარს...” ფოთლებს მივძახი, მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც.
|