..ყველა სიმღერა ჩემი გულის ტკივილებს ზიდავს... მინდა ლექსებში მოვაქციო სამყარო სრული, მაგრამ ვერაფრით ვერ გავსულვარ ჯადოსნურ წრიდან... ...როგორც კაკლის გულს-შემომკვრია ნაჭუჭი გარსად და მის დამსხვრევას რახანია ამაოდ ველი... ...ჩემივ არსიდან გასვლა ძალუძს მარტოდენ სურვილს, მაგრამ სურვილის მისწრაფებაც ქიმერა არის.... ...საკუთარ თავის ვარ ჯავშანი და საპყრობილე, საკუთარ თავის ვარ საწყისი და დასასრული..
|