siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 10:33 AM    
ვგრძნო ბ გაზაფხულის ძალას,
სიგიჟეს ატმის ხეთა,
შენი თვალების ფასი,
დარჩა დღეს მხოლოდ მცხეთა.
ზამთრის ქარებში გაზრდილს,
ვით გაზაფხული მათბობს,
შენი სხეულის ალი,
სასმელი გრძნობით მათრობს.
ბედის ბრალია ალბათ,
ჩვენი შორი-შორს ყოფნა,
ჩემი სიცოცხლეც არ ღირს,
შენი ტუჩების კოცნად.
ვერ დავივიწყებ თვალებს,
და მყუდროებას ტაძრის...
გრძნობას დამალულს, ღვთაებრივს,
საკმევლის სუნი ასდის.
მომაგონდება ხშირად,
სიზმრად და ვხედავ ძილში,
ჩვენი გაცნობის წუთებს,
ანგელოზს ცაცხვის ჩრდილში.
ღმერთს სამადლობელს ვწირავ,
სიყვარულით რომ მზრდიდა,
ქვეყნად გაჩენა, შენთან-
მარტო შეხვედრაც ღირდა.
ბევრჯე რ მზე იყო ცაზე,
ხშირად და ხშირად წვიმდა,
ვიტყვი რომ სიკვდილი ჩემი,
შენი ტრფობისთვის ღირდა.
აფეთქებულა ვაზი,
ჯაყელ-ჩორჩანის ძეთა,
შენი ღიმილის ფასი,
დარჩა დღეს მხოლოდ მცხეთა!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<