siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 10:29 AM    
"რა უსაშველოდ, ლამაზად ბარდნის, ვუსმენ ფიფქების უნაზეს თოვას,
კარგია როცა არავის ელი, არავის ელი და... ვინმე მოვა"

"და როცა შენი დავიწყება მე გადავწყვიტე,
წარმოიდგინე ფიქრი ისევ შენით დავიწყე!"

მე დღეს ყველა კარგი სიზმარი ამიხდება, ფიქრს, როგორც ბადეს, თევზივით დავუსხლტები,
დარდად არავინ გამიხდება, მე კი ბევრს დარდად გავუხდები.

მსურს გაგაგონო ჩემი ძახილი და აღმაფრენის მწვერვალზე შევდგე,
მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ და ასე შემდეგ...

ხშირად ჩემზე ჩუმად გეცინება, მე კი სულელივით განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება... შენ ხომ სიყვარული არ იცი.

-მიყვარხარ!.. -რა?-არაფერი... და წამით გაირინდა ყველაფერი.
-მიყვარხარ!.. -მერე? - მერე არაფერი... და ამით დაიწყო ყველაფერი...

მინდა რომ შენს სულს დავაჩნდე ისე, ვით ლამაზ ტაძარს ძვირფასი ხატი, ასი წლის მერეც რომ იგრძნო ისევ, როგორ მიყვარდი, როგორ გიყვარდი.

რაც უფრო იზრდები და ხდები თანდათან სულ უფრო ქალური,
მით მეტად მიზიდავს მე შენსკენ სურვილი მანიაკალური...

მოხვედი, თან მოგყვა იების ღიმილი, ფიქრმა აიწყვიტა, გულს რითი ვუშველო?
წახვალ და ჩამოთოვს ფიფქებად ფიქრები, წახვალ და როგორღა ვიცხოვრო უშენოდ?

როგორ გითბობდი ხელებით თითებს, ეს ცოტა რამეც დამედოს ცოდვად, ხომ შეიძლება,… მე ვამბობ – იქნებ...… ხომ შეიძლება დაგაკლდე ცოტა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<