siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 10:30 AM    
ღამე მთვარე შორეული
შენსკენ გრძნობა მორეული,
მოვალ როგორც მთვარეული
შენზე ფიქრით არეული...
მოვალ როგორც დილის ნამი
ავმხედრდები როგორც ტარი
მოვალ როგორვ წვიმის დარი
მოვალ როგორც ნიავ-ქარი...
გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად
ატმის ყვავილის სურნელით
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.
ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად
მანათობელ ცისარტყელად.
მოვფრინდები თუნდაც მერცხლად
გავწვიმდები ისევ სევდად
აზვირთებულ ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.
ზამთრით მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.
როგორც ფიქრი შორეული
მოვალ გრძნობა მორეული,
შენზე ფიქრით არეული...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<