მარტმა გაშალა ფრთები,
მე ისევ მრტო ვრჩები,
ჩემთან არავის მოაქვს
ია და ბარათები.
ფეხი აუდგამთ იებს,
გამოქცევიან ბუჩქებს
და მოდებიან ლურჯად
თბილისის ფართო ქუჩებს...
მე კი განზე ვარ მუნჯად,
არავინ არ მაჩუქებს,
ქუჩაში დადის მარტი,
დღეს ვარ ყველაზე მარტო,
მიმოზის სუნთქვა მათრობს,
მაფხიზლებს შენზე დარდი,
ბინდს ტოვებს მზე და ჩადის...
ჩადის და ვრჩები მარტო. |