შენი თმის ფერია, ახლა შემოდგომა... შენი თვალის ფერი ზეცა მეოცება, სევდის ალიონზე მთვარე შემოდგება, მთვარე მარტოობის, მთვარე მეოცნებე...
ყვითელ ფოთლების, ჯარს ცამდე ავედევნე, კარი ვარსკვლავეთის ღრუბლებს გაუღიათ, წამით გამიტაცა, წამის აღმაფრენამ. ჩემში შენს არსება ბინა დაუდვია-
ბინა დაუდვია წასვლას არ აპირებს. ხეებს ალიონმა ყვითლად დაათია... ტალღებს მინდობია, ცივი სანაპირო, და შენს არსებობას ვითვლი საათობით_
ვითვლი საათობით, ახლა მეოცეა, წლების ქარიშხალმა გულში შემოთოვა, შენი თვალისფერი ზეცა მეოცება, შენი თმის ფერია ახლა შემოდგომა... |