ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება, დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები, ცრემლში დამებედა თეთრად დათენება, მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ, ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები, მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია, გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.
მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან, შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები, ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია, წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.
ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება, დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები, შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე, მელანგადასხმული დაღლილი ხელებით |