siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-07-06 - 3:32 AM    
ოცნების ზღვაში დამემსხვრა გემი...
გრძნობის ტალღები ჩამითრევს ალბათ,
მე შენ მოგანდე ოცნება ჩემი,
ახლა კი ზღვაში წყალს ვყლაპავ ხარბად.

ოცნების ზღვაში დამემსხვრა გემი...
და გადარჩენის აღარ მაქვს შანსი,
უშენოდ ყოფნამ დაკარგა ფერი,
უშენოდ სუნთქვას არა აქვს ფასი.

ოცნების ზღვაში დამემსხვრა გემი...
დიდი მოცარტი უკრავდა როცა,
სტრადოვარიუსს გაუტყდა ხემი...
ჩემთვის არავის აღარ სურს მოცდა.

ოცნების ზღვაში დამემსხვრა გემი...
ეჰ, რა ხანია, თორმეტს გადასცდა.
კვნესის კლავიში, ისმის - დო... რე... მი...
მაგრამ მუსიკას თან მოაქვს განცდა.

ოცნების ზღვაში დამემსხვრა გემი...
და კვლავ არ მესმის ცხოვრების არსი,
დავწყევლე ჩემი გვარი და თემი,
სიცოცხლე თურმე ყოფილა ფარსი.

ოცნების ზღვაში დამემსხვრა გემი...
ვნების ქარები სადღაც მიჰქრიან.
მე ძაან მიყვარს ოცნება ჩემი
და გადარჩენა არც მიფიქრია..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<