მე რომ ასეთი გიჟი არ ვიყო,
არ გეყვარებოდი ალბათ...
ჯიუტი არ ვიყო, დამყოლი რომ ვიყო
ვინ გეყოლებოდა დარდად?
შენი ამოსუნთქვის სული, რომ არ ვიყო
და შენი სიცოცხლის ბადე
ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ცხოვრება
ასე ოცნებებით სავსე,
სიგიჟე, რომ არ მჭირდეს შენი სიყვარულის
და მდორედ რომ მიუყვეთ ცხოვრებას
მერწმუნე არ ექნება ინტერესი, უხმოდ გატარებულ ცხოვრებას!
ვარდებს უეკლოდ არ კრეფენ ძვირფასო,
მაგრამ ვის უთქვამს მასზე აუგი??!
თუ გინდა მოწყვიტო და გულში ჩაიკრა
სისხლიც რომ გდიოდეს ხელს მაინც გაუწვდი... |