ფერიამ სიყვარული ფრთხილად გააღვიძა,
მიიხედ-მოიხედა,ვერავინ დაინახა,
წამოდგა....
და ცოტა გაიარა,
მინდორში ლამაზი პეპელა დაინახა,
მიუალერსა....
და ხელში აიყვანა.
სიყვარულს პეპელა უცებ შეუყვარდა.
იარა სიყვარულმა,წყარო დაინახა,
უყურა,უყურა და ისიც შეუყვარდა,
ცაში აიხედა,მზე ანათებდა,
სიყვარულს მოეწონა და უხმოდ შეუყვარდა.
სიყვარულს გაუხარდა-ქალი დაინახა,
ლამაზი ქმნილება გულში ჩაუვარდა.
მიიხედ-მოიხედა,წალკოტი დაინახა,
სიყვარულს იმ დღიდან
სამყაროც შეუყვარდა... |