siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 2:00 PM    
მაჩუმებ?- ვჩუმდები,
მიყვირი?- ვყრუვდები,
მატყუებ?- ვტყუვდები,
მარწმუნებ?- ვრწმუნდები.
გტკივა და ვწუხდები,
გცივა და ვლურჯდები,
გცხელა და ვხურდები,
გისმენ და ვმუნჯდები.
მაშინებ- ვცბუნდები,
რეტს მასხამ-ვბრუვდები,
მაცდუნებ- ვცდუნდები,
გულს მიკლავ- ვყუჩდები.
მღალატობ- ვდუმდები,
ფიქრებში ვდუნდები,
შენს ლოცვას ვუნდები,
ვინთები თუ ვქრები.
მაგ გულში ვბრუნდები
მე შენი უფლებით.
მიყვარხარ ,მიყვარხარ,
მიყვარხარ, თუ ხვდები?!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<