siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 2:26 PM    
შენ თავად აღწევ ყველგან საწადელს,
სიყვარულს განა ვინმე გაძალებს.
მზემ გაამთავრა ციკლი თავისი
და ახლა, მთვარეს უშვერ ბარძაყებს.
მიტომ გჭორავენ ეზოს ბებრები,
რომ დრო იმათი უკვე დასრულდა.
ქალირი შურით შემოგციცინებს,
გასათხოვარი დასი ასულთა.
შენზე უამრავ ამბავს ყვებიან...
ზოგს ტყიულსა და ბევრსაც სიმართლეს.
შენი ნახატი სხეულის ნაკვთებს,
ამ ქვეყნად, ბევრი ქალი ინატრებს.
ყველაზე უკეთ გიცნობ ვინა ხარ,
თუ გახსოვს, ადრე რასაც დაგპირდი?..
შენ სურათს ისევ წიგნში ვინახავ,
რადგანაც სხეულს ფულზე არ ყიდი.
შენი ოცნება ვიცი, ახდება.
შვილებს მიუჩენ ალბათ გადიებს.
ამ უსინდისო სულით კახპებმა,
ერთი შეცდომაც არ გაპატიეს.
მიდიხარ, ცრემლებს მალავ წვიმაში,
მანდილდამწვარი მანდილოსანი.
ხორცით ერთგული მამრის სურნელის
და ბევრზე მაინც პატიოსანი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<