ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა. ცრემლი იყო და გადმომეღვარა, აღარ იყო და თვალში დამაკლდა- იყო და ახლოს არ მომეკარა. გული იყო და ამიყოლია, ქარი იყო და გამიყოლია, დარდი იყო და გადამიყოლა, ზღაპარ იყო და... არა იყო რა ათასმეერთე ფიქრით გავერთე, ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე. ხატი იყო და სანთლად ავენთე. ლოცვა იყო და სული ვიცხოვნე. დარდი იყო და ვერ შეველიე, მარტო იყო და ვერ შევერიე, მარტი იყო და გამომეპარა, კერპი იყო და არ მომეკარა! ფიფქი იყო და გულზე დამაკვდა. სიზმრად ჩამყვა და ჩამიყოლია, ცეცხლი იყო და ქარი დამაკლდა, ქალი ვიყავ და... დამიყოლია.. |