გამოვიდოდი სახლიდან გარეთ მკერდმოღეღილი წვიმაში, ქარში... ვიცინოდი თუ ვტიროდი მწარედ მე სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ ! რა დამავიწყებს წუთებს ტკბილ-მწარეს როცა თვალები გეძებდნენ ხალხში გიმღერდი შენ და ვუმზერდი მთვარეს როს სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ ! რამ განმიახლა ძველი ტკივილი როგორ ვეწამე და როგორ დავშრი და შენ არ იცი, არ იცი დღესაც რომ სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ. |