siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 2:00 PM    
რას შეგადარო შენ ამისთანას
რომ გაღიარო და გცნო ქალღმერთად,
შენი ამ ქვეყნად შესადარისი
მე ჯერ ნამდვილად არ დამინახავს.

მზეს ვერ გიტოლებ მზეო ისედაც,
მწვავს შენი სხივი ცხელი მცხუნვარი
ლექსს დაგიწერდი ბევრად უკეთესს
რითმა გამიხდა კვლავ საპოვარი.

შენ აფენ სხივებს ჩემს გულს იმონებ
კვლავ სიყვარულსაც შენთვის ვიგონებ,
მე მინდა მხოლოდ გიყვარდე ისე
მე რომ მიყვარხარ და ეს ვიცოდე.

პირვლად ამ ერთ ლექსს მხოლოდ შენ გიძღვნი
მარიამ გქვია შენ ერთს სახელად,
მეგობარი ხარ თუ სიყვარული
ვნებას მივანდოთ მოდი თავნებას.

გაქრა ის სევდა და ის ნაღველი
სხვას არვის გიცდით არც მენაღვლებით,
ადრე რაც მითქვამს ის უკან მიმაქვს
მარის ეკუთვნის ჩემი ვარდები.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<