ჩვენს წილ სიზმრებში რა ხანია უკვე მოთოვა და ბეღურებმაც შეაფარეს თავი აივნებს. მეზობლის ქალებს გაეყინათ თოკზე სარეცხი და გულში წყევლა შეუთვალეს აშარ ამინდებს.
ქალაქი თეთრი. და ოთახში ფარდები, სითბო, ვწევარ და ასე სიცხიანი ვზომავ სტრიქონებს, მახველებს ისევ, როგორც გუშინ ან იმის წინათ და უკვე ჩემთვის შენს თვალებს და შენს თმებს ვიგონებ.
არ ვიცი, იქნებ შემოდგომამ სხვა გზით გატარა, ახლა არ გვინდა შეცდომებზე ისევ მოყოლა, ალბათ, ამინდმა აურია რაღაცა ისევ და ჩვენს სიზმრებში უდროოდ და მაგრად მოთოვა..
|